top of page
BFK_026.JPG
BFK_025.JPG
BFK_015.JPG
BFK_024.JPG
BFK_05.JPG
BFK_02.JPG

 იმოგზაურე და აღმოაჩინე საქართველო!

მთავარი: Welcome
მთავარი: Blog2

ჯვრის მონასტერი

ჯვრის მონასტერი, ჯაჭვის საყდარი VI საუკუნის ტაძარი და მონასტერი, მდებარეობს მცხეთის აღმოსავლეთით, მდინარეების მტკვრისა და არაგვის შესართავთან, კლდოვანი მთის წვერზე. მცხეთის ჯვარი იუნესკოს მსოფლიო ხელოვნების საგანძურთა ნუსხაში შედის.

ქრისტიანობის მიღებისთანავე ამ ადგილას მეფე მირიანმა ხის მაღალი ჯვარი აღმართა, რომელსაც თაყვანს სცემდნენ კავკასიის სხვა ქრისტიანი ერებიც. ქართლის ერისმთავარმა გუარამმა ჯვრის გვერდით პატარა ეკლესია ააშენა, რომელსაც დღეს "მცირე ჯვარს" უწოდებენ. VI ს-ის ბოლოს და VII ს-ის დასაწყისში გუარამის ძემ – ერისმთავარმა სტეფამოზ I-მა მცირე ტაძრის გვერდით ააგო დიდი ტაძარი დღევანდელი ჯვარი, რომელიც ზედ გადაეხურა ხის ჯვარს. მცხეთის ჯვარი პირველი ნიმუშია ჯვრული ტიპის ეკლესიებისა, იგი ხუროთმოძღვრების სკულპტურული მორთვის ახალ საფეხურს წარმოადგენს. მონასტრის გარშემო სხვა არსებული ნაგებობები (კოშკი, გალავანი) უფრო გვიანდელია. ტაძრის ფასადებზე გამოსახულია როგორც რელიგიური ისე ისტორიული პირებიც, არის ძველი წარწერებიც. 

მონასტერში შესვლისას,თვალში მეცა კედლების სითეთრე. ძნელი გასააზრებელი თუმცა მარტივად აღსაქმელია თუ როგორ ექცევა მტერი შენი სამშობლოს სარწმუნოებრივ განძს.ამ ყველაფრის მიუხედავად ,ჯვრის მონასტერი დღესაც არ კარგავს მომლოცველთა რაოდენობას და ის დღემდე მოქმედი ტაძარია.

ყველას მოვუწოდებ აღმოაჩინონ ჯვრის მონასტერი!


Comments


bottom of page