top of page
BFK_026.JPG
BFK_025.JPG
BFK_015.JPG
BFK_024.JPG
BFK_05.JPG
BFK_02.JPG

 იმოგზაურე და აღმოაჩინე საქართველო!

მთავარი: Welcome
მთავარი: Blog2

იყალთოს მონასტერი

იყალთოს მონასტერი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, მდებარეობს თელავის მუნიციპალიტეტში,თელავის ჩრდილოეთით, 7-8 კმ-ზე. მონასტერი VI საუკუნეში დააარსა ერთ-ერთმა ასურელ მამათაგან ზენონმა რომლის წმინდა ნაწილებიც ამავე მონასტერში განისვენებს. გადმოცემის თანახმად, არსენ იყალთოელს (XI-XII საუკუნეები) აქ აკადემია დაუარსებია. ჩვენამდე მოღწეულია აქაური ხელნაწერები, რომლებიც შედარებით გვიანდელი ხანისაა და იყალთოს აკადემიის შესახებ ცნობებს არ შეიცავს. გადმოცემით ცნობილია, რომ იყალთოს აკადემიამ თავისი ფუნქციონირება შეწყვიტა 1616 წელს, როდესაც შაჰ-აბსის შემოსევისას ხანძრით განადგურდა მონასტერი.

1921 წლიდან, რუსეთის მიერ საქართველოს განმეორებით ანაექსიის შემდეგ, იყალთოს მონასტერი დაკეტეს და ღვთისმსახურება აიკრძალა.

1965 წელს ე. წ. იყალთოს „სახალხო უნივერსიტეტის“ ინიციატივით ღვთაების მონასტერში მუზეუმი გახსნეს.

საეკლესიო ნივთებსა და წიგნებთან ერთად დაკარგულია მთავარი ტაძრის დიდი ზარიც.

1991 წელს, კომუნისტური რეჟიმის დამხობის შემდგომ, იყალთოს მონასტრის ღვთაებისა და სამების ტაძრებში ღვთისმსახურება აღსდგა.

2004-2009 წლებში იყალთოს აკადემიას აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა.

მონასტრის ტერიტორიაზე შემოჩერნილია 3 ეკლესია და სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა, მ.შ. აკადემიისა და სატრაპეზოს ნანგრევები. ეკლესიათაგან მთავარია VIII-IX საუკუნეების ფერისცვალების ეკლესია "ღვთაება" . იყალთოს აკადემია XI-XII საუკუნეებში საქართველოში უმაღლესი სასწავლებელი იყო. ამას ადასტურებს მონასტრის ეზოში შემორჩენილი შენობის ნანგრევები, რომლებიც საერო დანიშნულების ნაგებობას უფრო ჰგავს, ვიდრე სამონასტროსი.

მართლაც აღუწერელი ემოციები დამეუფლა,როდესაც ჩემს თვალწინ ჩემი ისტორიის ნანგრევები წარმოჩინდა, იმის გააზრება რომ შუა საუკუნეებში აქ იზრდებოდნენ და ნათლდებოდნენ საქართველოს გმირები და ლიდერები მართლაც საოცარი შეგრძნებაა.

ყველას მოვუწოდენ მოინახულოს იყალთოს მონასტერი და აკადემია!


Comments


bottom of page