top of page
BFK_026.JPG
BFK_025.JPG
BFK_015.JPG
BFK_024.JPG
BFK_05.JPG
BFK_02.JPG

 იმოგზაურე და აღმოაჩინე საქართველო!

მთავარი: Welcome
მთავარი: Blog2

ბაგრატი

ბაგრატის ტაძარი აფხაზთა და ქართველთა მეფის, ბაგრატ III-ის მიერ (978-1014 წწ.) ღვთისმშობლის მიძინების სახელზე აგებული, რომელსაც თავისი ხუროთმოძღვრული და მხატვრული ღირსებით განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართული არქიტექტურის ისტორიაში. ისტორიულად იგი გაერთიანებული საქართველოს სიმბოლოა.ბაგრატის ტაძარი მდებარეობს იმერეთის მხარეში, ქალაქ ქუთაისში, უქიმერიონის გორაზე.ბაგრატის ტაძარი აგებულია X-XI საუკუნეების მიჯნაზე, ბაგრატ III-ის (975-1014) მეფობაში.

XVII საუკუნის დასასრულამდე ძეგლი უვნებლად იდგა. ბაგრატის ტაძრის შესახებ მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდის 1650-52 წლებში იმერეთში ჩამოსული რუსი ელჩების ტოლჩანოვისა და იევლევის ჩანაწერები. მათ მიერ მოხსენიებულია ტაძრის ახლომდებარე ნაგებობები, სამრეკლო კოშკი, რომელიც თითქმის დაუზიანებლად დღემდეა შემორჩენილი და სასახლეები.

ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, 1692 წელს ოსმალებმა ტაძრის გუმბათი დააქციეს. დროთა განმავლობაში მისი ნგრევა გრძელდებოდა. ამჟამად დაფუძნებულია `ბაგრატის ტაძრის აღდგენის ფონდი, რომლის მიზანია ტაძრის რეკონსტრუქცია თანამედროვე ტექნოლოგიების ფორმატით. 1994 წლიდან ბაგრატის ტაძარი იუნესკოს მსოფლიოს კულტურული საგანძურის ძეგლთა სიაშია. 1995 წელს ტაძარში აღდგა ღვთისმსახურება. 2009 წელს საქართველოს მთავრობამ დაიწყო ძეგლის სრული რესტავრაცია.

ყველას მოვუწოდებ ნახოს ბაგრატის ტაძარი!


Comments

Couldn’t Load Comments
It looks like there was a technical problem. Try reconnecting or refreshing the page.
bottom of page