განთიადი
გქონიათ ისეთი შემთხვევა,როდესაც სიტყვას იმეორებ,იმეორებ და მისი მნიშვნელობა გავიწყდება. მსგავსად მომივიდა როდესაც ‘’საქართველო’’ ბევრჯერ წარმოვთქვი. თითქოს გაქრა ჩემი მეხსიერებიდან მისი მნიშვნელობა და არც არასდროს ვიცოდი, უცხო იყო ის ჩემთვის და მე მისთვის. ვფიქრობ, ახალგაზრდების უმეტესობას დავიწყებული აქვს ‘’საქართველოს’’ მნიშვნელობა. ჩვენი სამშობლოს არსი. ადამიანებს გვავიწყდება ერთმანეთი,ურთიერთობა,სიყვარული და ქვეყანაც. განა დღევანდელობაში ბევრ შეხვდები საქართველოზე მაფიქრებელ ადამიანს?! რომელსაც მასზე ფიქრებით გულაღტკინებულს ღამეც კი არ ძინავს მშვიდად. მაგრამ,როგორც ილია მართალი იტყოდა, სიტყვა ერთია საქმე კი მეორე.და რას ვიზამ როდესაც სამშობლო საქმეს მომთხოვს?! შენ რას იზამ ჩემო მკითხველო? პასუხი ამოუცნობია,რაც არუნდა ჩაუღრმავდე მაინც ვერ იპოვი მის პასუხს,რადგან მეხსიერების უკიდეგანო წიაღში გაქვს გადასროლილი,იმ ბნელ კუნჭულს სადაც არასდროს მიდიხარ,ან მხოლოდ მაშინ როდესაც გიჭირს. საქმეც სწორედ ამაშია, გვახსენდება,როცა გვჭირდება. საქართველო არაჩვეულებრივი ისტორიის, ბუნების მქონდე ქვეყანაა, მდიდარი და ნაირფერი,რომლის დაპყრობაც საუკუნეების მანძილზე მრავალ მეტოქეს სურდა. რატომ? პასუხი ერთია,მისი მდებარეობის გამო. განა ბევრ ქვეყანას აქვს მთა და ბარი?! ზღვა,მდინარე და ტბა?! ოთხი სეზონი და ნოყიერი სახნავ-სათესები. ხალხს სიღრმე აკლია.ყველაფერი ჰომ მიზანშედეგობრივია,ამ ისტორიული ფქტების ცოდნა კი დღევანდელის დაფასების საშუალებას გვაძლევს. ვის ახსოვდა საქართველო სოციალური ქსელის კამპანიამდე?! ვის ჰქონდა ნანახი მისი სამშობლოს მშვენიერება და ის,თუ როგორი მრავაფერი ყოფილა. სამქუხაროა რომ პასუხია-ძალიან ცოტას. მინდა ბევრმა შეიცნოს,გაიაზროს და იმოგზაუროს საქართველოში. დააფასოს მთები,წყლები,მდელოები და გამოიყენოს ის ქვეყნის საკეთილდღეოდ. ვინაიდან ცოდნა 21ე საუკუნის ყველაზე ბასრი იარაღია და სწორე,რომ ჩვენი საქართველოს ცოდნით შევძლებთ მის პოპულარიზებას,წარმოჩენას, მსოფლიო ასპარეზზე გატანას. და ილიას ნანატრი გმირიც ბაზალეთის ტბის სიღრეში აღარ გვეყოლება საძებნი,ვინაიდან გმირი დაიბადება ყოველი ჩვენგანის სულში,და ბნელი კუნჭული ჩვენი გულისა განათდება ვით დაუშრეტელი სანთელი.
მინიმალიზმი
დღეს უჩვეულო გრძნობა დამეუფლა.ბახმაროში,იქ სადაც ცივი,სუსხიანი ჰაერი მელამუნებოდა ცას ავხედე,ცას რომელიც ვან გოგის ტილოს მოგაგონებდა ის სულ გადაჭედილი იყო ვარსკლავებით,პატარა მანათობელი ციცინათელებივით რომ იყვნენ ცის თბილ კამარას მიხუტებული.მაღლა ავიხედე და...ჩემს გაოცებას საზღვარი არ ქონდა ,მთელი ცა უსაზღვროდ ლამაზად მიმზერდა,სახლის წინ გავედი რომ უფრო დიდი ნაჭერი დამენახა ამ არაჩვეულებრივი ტილოსი უცებ მომინდა ვინმეს დავლაპარაკებოდი,მეთქვა ჩემში მოზღვავებული გრძნობების შესახებ,მაგრამ ირგვლივ მსგავსი ადამიანი არ მეგულებოდა,რომელიც გამიგებდა,რომელიც ჩემთან ერთად დაინახავდა საქართველოს ამ ულამაზეს ნაწილს.მინდორი უკვე ნამიანი იყო,ეს ვიგრძენი როცა ჩემი ფეხსაცმლის ნასვრეტებში შემოაღწია ბალახის წვერებმა და სასიამოვნოდ მომეხიცინა ფეხის გულზე,თვალს ვერ ვწყვეტდი ამ სანახაობას,თავს უფრო და უფრო მაღლა ვწევდი მეტის დანახვა მინდოდა,თითქოს ჩემს წინ მთელი ირმის ნახტომი წარმოჩინდა.ემოციები აღუწერელი გახდა ,ასეთი ცა არასდროს მენახა,იქნებ სწორედ მთაშია ცა ვანგოგის ტილოს მსგავსი ,იქნებ აქ ვარსკვლავებიც თავისუფლებას ჰპოვებენ,როგორც ადამიანები.ოცნებებში გადავვარდი,მოტრიალებისას ციცინათელაც დავინახე,წამის მეასედში გავიაზრე რომ ჩემს ირგვლივ ულამაზესი სამყარო იყო რომლის ნაწილიც ვიყავი.სამყაროსი,რომელსაც ჩემი სამშობლო,საქართველო
ჰქვია. სახლში შემოსვლისას კი ყველაფერი ჩვეულებრივ ყოფას დაუბრუნდა,მაგრამ მე ყოველთვის მემახსვრება ეს გრძნობა და ის წამის მეასედი როცა თავი უსაზღვროდ და სამყაროს ნაწილად ვიგრძენი.