top of page
რა არის შენი ჰობი? რა მოგწონს ყველაზე მეტად? რა არის შენი გამოწვევა? ამ კითხვებზე პასუხი ჩემთვის ეს საიტია,ბლოგების შექმნა და ხალხის ინტერესის დაკმაყოფილება ძალიან სასიამოვნო პროცესია,მითუმეტეს თუ ის საერთო ინტერესებზე გადის.
საიტის შემქნის შესაძლებლობა ქ.ქუთაისის მერიის კონკურსის შედეგად მომეცა, ამიტომაც გადავწყვიტე ხორცი შემესხა ჩემი იდეებისთვის,რომლის ინსპირაციაც სამშობლოდან,საქართველოდან მოდის. ქვეყნის ოკუპაცია,პროტესტი და სოციალური ქსელის კამპანია გახდა ჩემი შთაგონების მიზეზიც.
მე გახლავართ მარიამ კეთილაძე,17 წლის გოგონა ქუთაისიდან. ვსწავლობ ან.რაზმაის ფიზიკა-მათემატიკის N41 საჯარო სკოლაში. საქართველოს პოლიტიკური მდგომარეობა ყოველთვის იყო ჩემი ინტერესის საგანი, ამიტომაც მომავალ პროფესიასაც მას ვუკავშირებ. ვფიქრობ, თითოეული ბლოგი კარგად გადმოსცემს ჩვენი ქვეყნის და ერის სიდიადეს,სიმდიდრეს და მშვენიერებას.
ყველას მოვუწოდებ,რომ შეიცნონ და იმოგზაურონ საქართველოში.
ჩემს შესახებ: About
bottom of page