top of page
BFK_026.JPG
BFK_025.JPG
BFK_015.JPG
BFK_024.JPG
BFK_05.JPG
BFK_02.JPG

 იმოგზაურე და აღმოაჩინე საქართველო!

მთავარი: Welcome
მთავარი: Blog2

მოწამეთა

სამონასტრო კომპლექსი ტყიბულის მუნიციპალიტეტში,ქუთაისიდან 6კმ.ის დაშორებით მდ. წყალწითელას აღმოსავლეთ ხეობაში მდებარეობს. მოწამეთას მონასტერი ძველი ქართული კულტურის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ძეგლია. გალავნით შემორტყმული მონასტერი კლდოვან-ტყიან მთის დაკავებულ ადგილზეა გაშენებული, მონასტრის გარშემო მყოფ ბუნებაზე მოგზაური ალექსეი მურავიოვი ამბობდა: „შეუძლებელია უკეთესი ადგილის შერჩევა საბერ-მონაზვნო განმარტოებისთვის“. ბაგრატისეული ეკლესია მცირე ზომის დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენდა. 1844-1845 წლებში იგი იმერეთის მიტროპოლიტის, დავითის (წერეთელი) და მონასტრის წინამძღვრის, პორფირის (წერეთელი) თაოსნობით გაფართოვდა, 1860-იან წლებში აიგო გუმბათი. ეკლესია რამდენჯერმე შეაკეთეს. მონასტრის გარეთ სასტუმროს ნაშთი და XVI საუკუნის სამსართულიანი კოშკია. მის კედელში ჩართულია მედალიონში ჩასმული რელიეფური ტოლმკლავა ე. წ. ბოლნური ჯვარი, რომელიც შესაძლოა თავდაპირველი, ხარების ეკლესიის (V-VI საუკუნეები) დეტალს წარმოადგენდეს .

მოწამეთას ეკლესიის აშენების საკითხი აზრთა სხვადასხვაობას იწვევს, ერთნი ფიქრობენ, რომ ეკლესია აშენდა 11 საუკუნეში ბაგრატ IV-ის მიერ, მეორენი კი ეკლესია აშენდა ბაგრატ V დიდის დროს, ეს დაბნეულობა გამოწვეულია იმით, რომ მარტვილობის ტექსტში მითითებულია მეფე ბაგრატი, მაგრამ რომელი ზუსტად არ არის ნაცნობი.

მონასტერში ყოველწლიურად იმართება სახალხო დღესასწაული მოწამეთობა.

მოწამეთას ტაძარში არის დავით და კონსტანტინე,წმინდანებად წოდებული, მხეიძეების თავის ქალებიც. მათ ქვეშ კი პატარა გვირაბი, სადაც სამჯერ უნდა გაიაროს ქრისტიანმა,რათა მათი მადლი შეეწიოს.



Comments


bottom of page