top of page
BFK_026.JPG
BFK_025.JPG
BFK_015.JPG
BFK_024.JPG
BFK_05.JPG
BFK_02.JPG

 იმოგზაურე და აღმოაჩინე საქართველო!

მთავარი: Welcome
მთავარი: Blog2

წყალტუბო

წყალტუბო იმერეთის მუნიციპალიტეტია. მის ტერიტორიაზე ადამიანი ჯერ კიდევ ქვის ხანაში სახლობდა, რასაც გათხრების შედეგად აღმოჩენილი მრავალი ნამოსახლარი ადასტურებს. თეთრ მღვიმეში ნაპოვნია კავკასიაში ყველაზე ადრეული იარაღი-სპილენძის ისრის პირი, რომელიც ძველი წელთაღრიცხვის მე-4 მე-5 ათასწლეულით თარიღდება. წყალტუბო გამორჩეული რაიონია ბუნების სილამაზითა და ისტორიულ - კულტურული ძეგლების სიმრავლით. აქ ნახავთ ციხე სიმაგრეებს, შუასაუკუნეების ტაძრებს და მეფეთა სასახლის ნაშთებს. რაიონის ბუნება დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე მწვანეში ჩაფლული ლურჯი ტბებითა და ზღაპრული მღვიმეებით, რომელთა მილიონობით წლის სტალაგმიტები და სტალაქტიდები ისეთ ჯადოსნურ სამყაროს ქმნიან, რომ რთულია ცოტათი მაინც არ დაეჭვდე მათ რეალურობაში.

მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არის თავშავას ტბა და ხელოვნურად შექმნილი ცივი ტბა. წყალტუბო ულამაზესი ბუნებით გამოირჩევა. ნათელი, გრილი ტყეები შესანიშნავია ხეტიალისა და პიკნიკისთვის. მოგზაურთა ერთ-ერთი საყვარელი ადგილია კლდეთა ნაპრალში მოქცეული გაბზარული ტბა, თუმცა ამ რაიონის განსაკუთრებულობას მაინც გასაოცარი კარსტული მღვიმეები ქმნის. რაიონის ერთ-ერთი მთავარი სიმდიდრეა ბუნებითა და სამკურნალო თვისებებით გამორჩეული კურორტი წყალტუბო, სადაც ფუნქციონირებს მინერალური წლის პარკი.

დღესდღეისობით წყალტუბო საქორწილო ფოტოსესიების ''ცხელ წერტილს'' წარმოადგენს,ვინაიდან არსებული წარსულის შენობები,ძალიან მდიდრულ შთაბეჭდილებას ტოვებს. მე და ჩემს მეგობრებს არაერთხელ გვიფიქრია ''დაგველაშქრა'' ეს შენობები,თუმცა საბოლოოდ მამასთან ერთად მომიწია მათი ნახვა. წყალტუბო მართლაც ძალიან საინტერესო კუთხეა,როგორც ბუნებით,შენობებით,სამკურნალო თვილებებით ასევე ფოტოგრაფიული კუთხითაც,რაც ვფიქრობ, არაერთი ხელოვანის მუზას წარმოადგენს.

ყველას მოვუწოდებ აღმოაჩინონ წყალტუბოს მშვენიერებანი!


Comments


bottom of page