top of page
BFK_026.JPG
BFK_025.JPG
BFK_015.JPG
BFK_024.JPG
BFK_05.JPG
BFK_02.JPG

 იმოგზაურე და აღმოაჩინე საქართველო!

მთავარი: Welcome
მთავარი: Blog2

ბათუმი

Updated: Nov 19, 2019

ბათუმში ჯერ კიდევ პატარაობაში ვიყავი ორი დღით ნამყოფი,ჩემს მეხსიერებას მხოლოდ ზღვა შემორჩა მაშინ. 2018 წელს მომიწია ასევე ქალაქში წასვლა,ერთი დღით ,მე და ჩემმა მეგობრებმა გადავწყვიტეთ მანამ სანამ ჩვენს საქმეს შევასრულებდით, ქალაქი დაგვეთვალიერებინა,როგორც ტურისტებს. ვიქცეოდით კიდევაც მსგავსად. ინგლისურად ვლაპარაკობდით,ფოტო აპარატით ხელში და რუკით დავდიოდით ბათუმის ქუჩებში. ამ პატარა მოგზაურობით ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ აღმოვაჩინე-თუ ყველაფერს ტურისტის უცხო თვალით შეხედავ,აღმოაჩენ ისეთ რაღაცებს,რასაც ადრე არც კი აქცევდი ყურადღებას. ბათუმი მართლაც რომ არაჩვეულებრივი ქალაქია. არქიტექტურით აღფრთოვანებული დავრჩი,აქ შერეულია შუა საუკუნეების რომის არქიტექტურული დეტალები,მეორე მხარეს კი 21ე საუკუნის მინის ნაგებობესაც წააწყდებით. არქიტექტურულ ნიმუშებს წარმოადგენს: ასტროლოგიური საათი,რომელიც პრაღის ანალოგია,ტურისტებს ეს საათი მართლაც შუა ევროპაში ამოგზაურებს.,ანბანის ძეგლი, ბოთლის ფორმის იუსტიციის სახლი, ღვითისმშობლის საკათედრო ტაძარი და სხვა...საქართველოს საპორტო ქალაქი ბათუმი,იგივე ‘’ბათუსი’’ ღრმას ნიშნავს. და ვფიქრობ ეს სახელი მის არამხოლოდ საზღვაო ფუნქციას გამოხატავს,არამედ ღრმა და მისტიურის,აღმოსაჩენი ქალაქის დანიშნულებასაც სძენს. ამიტომაც,

. ყველას მოვუწოდებ აღმოაჩინონ ჩვენი ‘’ღრმა’’ ბათუმი!


Comments


bottom of page