top of page
BFK_026.JPG
BFK_025.JPG
BFK_015.JPG
BFK_024.JPG
BFK_05.JPG
BFK_02.JPG

 იმოგზაურე და აღმოაჩინე საქართველო!

მთავარი: Welcome
მთავარი: Blog2

დადიანების სასახლე

Updated: Nov 19, 2019

დადიანების სასახლე სამეგრელოს მთავრების, დადიანების რეზიდენცია იყო. ის ოდიშის მთავარმა, ლევან II დადიანმა, ააშენა, მე-17 საუკუნეში. იგი ქალაქ ზუგდიდის ცენტრში მდებარეობს.

დადიანების სასახლე დღეისათვის წარმოადგენს სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს. იგი სამეგრელოს სასახლე-კომპლექსშია მოთავსებული (დედოფლის სასახლე, ნიკოსეული სასახლე, მთავრისეული ტაძარი და სასახლესთან არსებული დეკორატიული ბაღი).

დედოფლისეული სასახლე XIX ს –ის 60-იან წლებშია გადაკეთებული გერმანელი არქიტექტორის რაისის მიერ, მანამდე ის სამეგრელოს მთავრის დავითის დის, პუპის სასახლე იყო. რაისმა II სართულს თაღები დააშენა და ფართო ფლიგელები მიუშენა. ნიკოსეული სასახლე XIX ს-ის 80-იან წლებშია აგებული რუსი არქიტექტორის ლეონიდ ვასილიევის მიერ. რეზიდენცია ორსართულიანია, ამშვენებს ქვის აივანი და საქართველოში ყველაზე დიდი სამეჯლისო დარბაზი. მუზეუმი დაარსდა 1921 წლის აპრილში სამეგრელოს მთავრის დავით ლევანის ძე დადიანის ძველ ნივთთა საცავ –საგანძურისა და სამეგრელოს ეკლესია–მონასტრებიდან გადმოტანილი ქართულ სიძველეთა ბაზაზე.

მართალია,რესტავრაციის გამო შიგნით არ ვარ ნამყოფი,თუმცა დარწმუნებული ვარ ის ისეთივე დიდებულებით გამოირჩვეა, როგორც გარედან ჩანს. მას მართლაც ეტყობა გერმანელი არქიტექტორის ხელი და სტილი. მიზარია, რომ საქართველოში გვაქვს ევროპული სტილის სასახლე. ვფიქობ,ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს ისეთი არქიტექტურული სტინი,თუნდაც ბუნების სიმდიდრე,რომლითაც საქართველო არ არის შემკული.ამიტომაც

ყველას მოვუწოდებ მოინახულოს ევროპის ნაწილი,დადიანების სასახლე!



Comments


bottom of page