ვფიქრობ, რაბათის ციხე საქართველოს არქიტექტურის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილია. ასევე განსხვავებული,მიუხედავად რესტავრაციისა ის კარგად გადმოცემს შუა საუკუნეების სტილს. ეზოში არსებული ბუჭქების ლაბირინთმა მომაგონა ის ევროპული სტილის სასახლეები,რომლებიც კინოში მაქვს ნანახი. რომანტიკული ამბებით სასახლის წინ არსებულ საბირინთში.
რაბათის ისტორიული ციხე სამცხე-ჯავახეთის მხარის ადმინისტრაციული ცენტრში, ქალაქ ახალციხეში მდებარეობს, მდინარე ფოცხოვის ნაპირზე.
რაბათის ციხე-კომპლექსი დღესდღეისობით რეაბილიტირებულია, იგი შუა საუკუნეების სხვადასხვა პერიოდის ნაგებობისგან შედგება. ციხე-კომპლექსი რეგიონის უმნიშვნელოვანესი თავდაცვითი ნაგებობა იყო, მის კედლებს არაერთი მძიმე ბრძოლა ახსოვთ. საუკუნეების მანძილზე აქ ახალციხის მფლობელთა რეზიდენცია იყო. ციხე-სიმაგრეს შემოვლებული ჰქონდა სამი გალავანი და შემოგარენს მიწისქვეშა გვირაბით უკავშირდებოდა.
ციხის ისტორია IX საუკუნიდან იწყება. XII–XIII საუკუნეებში ციხე ჯაყელების რეზიდენციად იქცა, იგი აღადგინეს და გააფართოვეს. სწორედ ამ დროიდან ჩნდება ტოპონიმი „ახალციხე“.
2011-2012 წლებში მიმდინარე რესტავრაციის შედეგად ციხე-კომპლექსის ტერიტორიაზე განახლდა გალავანი, ციტადელი, IX-X სს-ის მართლმადიდებლური ტაძარი, ჰაჯი ახმედ-ფაშა ჯაყელის სახელობის მეჩეთი, მედრესე, მინარეთი და ჯაყელების სასახლე, სადაც განთავსდა სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმის საგამოფენო დარბაზი.
ყველას მოვუწოდებ რაბათის ციხის მონაწულებას!
Comments