top of page
BFK_026.JPG
BFK_025.JPG
BFK_015.JPG
BFK_024.JPG
BFK_05.JPG
BFK_02.JPG

 იმოგზაურე და აღმოაჩინე საქართველო!

მთავარი: Welcome
მთავარი: Blog2

ძველი თბილისი

Updated: Nov 19, 2019

ქალაქ თბილისის ისტორიული ნაწილი მოიცავს იმ უბნებსა და დასახლებებს, რომლებსაც 1936 წლამდე „ტფილისი“ ეწოდებოდა.ძველ თბილისშია თავმოყრილი თბილისის ღირსშესანიშნაობების უმეტესობა და შესაბამისად, ტურისტული მიზიდულობის მთავარი ცენტრია. ეს უბანი გამოირჩევა აბანოთუბნით - დღემდე მოქმედი გოგირდის აბანოებით. ასევე შარდენის ქუჩით, სადაც განლაგებულია პოპულარული რესტორნები, ღია კაფე-ბარები, ღამის კლუბები, გალერეები და სხვა. ძველი თბილისის კიდევ ერთი მთავარი ხიბლი არქიტექტურაა- ძველი ქუჩები, სახლები და აივნები.ძველი თბილისი 2007 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლობის კანდიდატია.

ძველი თბილისის ქუჩებს შენარჩუებული აქვს ის ეშხი,რაც ტურისტებს იზიდავს. ფერადი სახლები მოგაგონებთ ჰოლანდიის ქუჩებს, რომლებიც გორაზეა შეფენილი. აღსანიშნავია ის ფაქტიც,რომ თბილისის ბოტანიკური ბაღის ხილვის შემდგომ,რომელიც გამოირჩევა მდიდარი ბუნებით,გადმოდიხართ ძველი თბილისის,კერძოდ აბანოთუბანის ქუჩებში და ახლა უკვე თბილისის არქიტექტურულ სიმდიდრესაც ეზიარებით.

ყველას მოვუწოდებ აღმოაჩინონ ძველი თბილისი!


Comments


bottom of page