ქუთაისი ჯერ კიდევ ძვწ. III საუკუნიდან იწყებს მის ისტორიას,ის მაშინ კოლხეთის სამეფოს დედაქალაქად ითვლებოდა. მას პირველობა საქართველოში არც შემდეგ ხანებში დაუკარგავს. აიად წოდებული დედაქალაქი დღეს უკვე საპარლამენტო ქალაქად გვევლინება,საქართველოში მეორე სამრეწველო და კულტურული ქალაქია. მრავალ ჭირნახული ისტორიით მას ჯერ კიდევ აქვს ის ეშხი შემორჩენილი,რომელსაც თავდაპირველად ატარებდა. გიმნაზია,პეკინის ქუჩა,თეთრი ხიდი გაგახსენებთ ქუთაისის ძირძველ სახეს და გამოგზაურებთ წარსულში. არქიტექტურით დახვეწილი ქალაქი დღესაც ინარჩუნებს მის ხიბლს და მიმზიდველია ტურისტებისთვის. ქუთაისის ცენტრში არსებული თეატრი ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელ ტყვეებს აუგიათ . ოპერას სულ ახლახანს ჩაუტარდა რესტავრაცია ,ისევე როგორც თეთრ ხიდს. მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისში იმაზე ცოტა ხანია ვცხოვრობ ვიდრე თბილისში,ის იმაზე მეტად შემიყვარდა ვიდრე ვფიქრობდი. წყნარი ქალაქი ირგვლივ თბილი ხალხით ნამდვილად მოგაგონებთ ევროპის რომელიმე კლასიკურ ქალაქს. შუა საუკუნეებში ქუთაისის სახელი უკავშირდება დავით აღმაშენებლის მოღვაწეობა. ახალ ეპოქაში-აკაკი წერეთელი, ზაქარია ფალიაშვილი,კოტე მარჯანიშვილი იხვეჭენ სახელს. ქუთაისის და მისი შემოგარენის მთავარი ღირსშესანიშნაობებია:ბაგრატის ტაძარი,გელათის მონასტერი,სათაფლიის მღვიმური ნაკრძალი,წყალტუბო და აშ. ქალაქი ვიტყოდი,რომ მთელს საქართველოში ყველაზე მდიდარი კულტურით გამოირჩევა. ხელოვნება და განათლება ქუთაისის განუყოფელი ყოფის ნაწილი იყო ,ქუთათურებიც დღეს ატარებენ იმ ძველი ხალხის ეშხს და ცდილობენ დაიცვან მათი ქალაქის ისტორია.
ყველას მოვუწოდებ აღმოაჩინონ ქუთაისი და ქუთაისლები!
Comments