top of page
BFK_026.JPG
BFK_025.JPG
BFK_015.JPG
BFK_024.JPG
BFK_05.JPG
BFK_02.JPG

 იმოგზაურე და აღმოაჩინე საქართველო!

მთავარი: Welcome
მთავარი: Blog2

სვეტიცხოველი

Updated: Nov 19, 2019

სვეტიცხოველი საქართველოს ოთხ უდიდეს ტაძრებს შორის არსებული ეკლესიაა. ის წარმოადგენს მთავარ საკატედრო-პატრიარქატულ ეკლესიას. მისი მშენებლობა ჯერ კიდევ IV საუკუნეში დაუწყია მირიან მეფეს,წმინდა ნინოს დავალებით, თუმცა ის ხისგან იყო ნაგები და დროს ვერგაუძლო. მისი აღმენებლობა მოხდა ვახტანგ გორგასლის მიერ,რომელიც მოწვეულმა ხუროთმოძღვარმა არსუკიძემ ააშენა. ამასთან დაკავშირებით არაერთი მხატვრული თხზულება,მითი თუ ლექსი შექმნილა.კონსტანტინე გამსახურდიას ''დიდოსტატის მარჯვენა'' სწორედ მისთვისაა მიძღვნილი. ''ხეკორძულას წყალი მისვამს,

მცხეთა ისე ამიგია,

დამიჭირეს მკლავი მომჭრეს,

რატომ კარგი აგიგია?''

ხუროთმოძღვრის მკლავის გამოსახულება ტაძრის მარცხენა მხარესაა განთავსებული.

ალბათ როდესაც მეკითხებიან ყველაზე ძვირფას და საყვარელ ტაძარს სწორედ სვეტიცხოველს ვპასუხობ. ეს ის ეკლესიაა სადაც მე გავქრისტიანდი და ჭეშმარიტი ღმერთის,ერადერთის, მიმდევარი გავხდი. ამიტომაც ბავშვობიდან ვფიქრობ ,რომ დიდი დატვირთვა აქვს ჩემთვის ამ ტაძარს. ვფიქრობ,განსაკუთრებულად ვგრძნობ მის სიძლიერეს,სიწმინდის ძალას.
ეს ხომ სწორედ ის ტაძარია,სადაც იესო ქრისტეს კვართი და წმ.ელია წინასწარმეტყველის მოსასხამია დაბრძანებული.


Comments


bottom of page