ნიკორწმინდა X საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი გამორჩეული ტაძარია. ფერების გამა გარე ფასადზე და შიდა ფრესკები ყველაზე ძვირფასი წარსულის ნაშთია,რაც მას სხვა ნაგებობებისგან გამოარჩევს.ტაძრის აგება ბაგრატ III ს უბრძანებია და ის რაჭის რეგიონის კულტურული ცენტრია. წარსულში მას მრავლად ყავდა უცხოელი მნახველები,რომლებიც მას აღწერდნენ და ადიდებდნენ. ერთ-ერთი მათგანი კი რუსი ელჩია, რომელიც მის ნაწერში მას ‘’საქმედ საკვირველს’’ უწოდებს. მართლაც, ნიკორწმინდა არის ქართული ხუროთმოძღვრული ოსტატობის სარკე.ის 2007 წლიდან განიხილება იუნესკოს ძეგლთა დაცვის სავარაუდო სიაში.
ტაძარს არანაკლებ ეტრფოდა ქართველი ხალხიც.
‘’მკვეთრი და მოქნილი
ხაზთა დასრულება
არის ამოდქმნილი
ნატვრის ასრულება.
ეს ის სიმკვეთრეა,
ეს ის სიმდიდრეა,
რაითაც მკვიდრია
ძეგლი - ნიკორწმინდა!’’- ვკითხულობთ გალაკტიონის ლექსში,რომელიც მისით დატყვევებული იყო. მართლაც წარმოუდგენელია შეხედო ტაძრის დახვეწილ, ნაზ ჩუქურთმებს და მან არ დაგიმონოს. სწორედ ეს სანახაობა არის ტურისტებითვის და ქართველებისთვის მიმზიდველი.
ფრესკები, რომლებიც ბიბლიას მოგვითხრობს XVI-XVIII საუკუნით არის დათარიღებული. ეკლესიაში შესვლისას მის მარცხენა კუთხეში ვხვდებით ადამის და ევას ეპიზოდს ბიბლიიდან,რომელიც დიდი ოსტატობით არის შესრულებული. აქ ასევე არის წმინდანების ფრესკები წარწერებით.
ნიკორწმინდა იმ უიშვიათეს ტაძართა სიაშია, რომელთა უმეტესობაც პირველსახით არის წარმოდგენილი დღევანდელობაში. მისი განსაკუთრებულობის ნაწილი არის დიდი,უჩვეულოდ ფართო გუმბათი.ხოლო რაც შეეხება ფრესკების სიუხვეს ის მართლაც ძლიერ შთაბეჭდილებას იწვევს მნახველში.მისი დავიწყება კი ამ წუთისოფელში ძნელია,რადგან ის გგვრის სულიერ სიმშვიდეს,გაგდებს წარსულში და გატყვევებს. სწორედ ასე დამემერთა მეც ექსკურსიაზე, როდესაც ჩემს თვალწინ იშლებოდა ჩემი ქვეყნის უძველესი ისტორია. და რა დამრჩენოდა მეტი თუ არა მისი ცქერა და ტკბობა?!
ყველას მოვუწოდებ ნახოს ნიკორწმინდა და დააფასოს ქვეყნის წარსული!
Comments