ქართული მართლმადიდებლური ტაძარი, მდებარეობს კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელი გრემის აღმოსავლეთით. მაღალ გორაკზე. ააგო კახთა მეფე ლევანმა 1565 წელს. მოხატვა დაუმთავრებიათ 1577 წელს. სოფელი გრემის არქიტექტურული კომპლექსი მრავალფეროვანი ნაგებობებისგან შედგება. ყველაზე თვალსაჩინო ნაწილია ე.წ. მთავარანგელოზთა კომპლექსი, რომელიც კლდოვანი ქედის დაბოლოებაზეა წამომართული და შედგება მაღალ გალავანშემორტყმული გუმბათოვანი ეკლესიისა და სასახლე-სამრეკლოსგან.
გრემის სამონასტრო კომპლექსი შებინდებისას მოგვიწია მისვლა, ტაძრის გუმბათი, დაისის მზით გაბრწყინებული იყო და საოცარ ზურმუხტის ფერს ქმნიდა. საღამომდე დავრჩით ტაძარში, ჩვენი მისვლისას უკვე საღამო წირვა იყო დაწყებული. მე და ჩემი კლასელები გრემის გალავანზე დავწექით, ვარსკვლავიან ცას ვუმზერდით და თან ზარის რეკვის ხმები ჩაგვესმოდა. ვფიქრობ, სწორ ადგილზე სწორ დროს აღმოვჩნდი,ვინაიდან ეს სიტუაცია რომ არა,ნამდვილად ვერ დავინახავდი გრემის ისეთ სიწმინდეს,როგორიც მე მაშინ აღვიქვი.
ყველას მოვუწოდებ აღმოაჩინონ გრემის სამონასტრო კომპლექსი!
Comments