top of page
BFK_026.JPG
BFK_025.JPG
BFK_015.JPG
BFK_024.JPG
BFK_05.JPG
BFK_02.JPG

 იმოგზაურე და აღმოაჩინე საქართველო!

მთავარი: Welcome
მთავარი: Blog2

ბოდბის მონასტერი

Updated: Nov 19, 2019

ბოდბის მონასტერი, წოდებული როგორც წმ.ნინოს სახელობის ეკლესია, XI საუკუნის ხუროთმოძღვრული შედევრია. ის მდებარეობს კახეთში,სოფელ ბოდბეში,სადაც წმინდა ნინო გარდაიცვალა. სწორედ მისი აღსრულების ადგილზე აიგო ეს არაჩვეულებრივი სამლოცველო კომპლექსი. რომელსაც დღემდე არაერთი რესტავრაცია ჩაუტარდა და მცირედ ეტყობა ძველი სახე. ეს წმინდა ადგილი დიდ ზეგავლენას ახდენს თითოეულ მლოცველსა და მნახველზე. ტაძრის დაბლა არის წმინდა წყალი,სადაც ტურისტსა თუ ქართველს შეუძლია განიბანოს. ექსკურსიის მანძილზე ჩემი კლასელების უმეტესობა ამას ეზიარა და მინდა ვაღიარო რომ მათ სახეზე იკითხებოდა სიმშვიდე,სიყვარული და კაცთმოყვარეობა. მართლაც სასწაულების მოხდენის ადგილს დღემდე უამრავი ვიზიტორი ჰყავს.ყველაზე მეტად მხიბლავს მისი ჩუქურთმების ფერები და შესრულების ოსტატობა. ტაძრიდან არაჩვეულებრივი ხედი იშლება. მთელ ჰორიზონტზე ალაზნის ველია გადაშლილი,რომლის უსასრულობაც ნამდვილად შეგიპყრობს და დაგატყვევებს.


コメント


bottom of page