ბარაკონის ტაძარი ძველი ქართული გუმბათოვანი ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უკანასკნელი მნიშვნელოვანი ძეგლი რაჟაში,ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ წესთან მდებარეობს. ბარაკონი მდინარეების, ლუხუნისა და რიონის შესართავთან მდებარეობს, რის გამოც მას სვეტიცხოველს ადარებენ.
ბარაკონის ჩრდილო-დასავლეთით იდგა ადრე ფეოდალური ხანის ეკლესია, რომელიც რაჭის პირველმა ერისთავმა, ძველი ეკლესია დღეს დანგრეულია, შემორჩენილია მხოლოდ საძირკვლის ქვები. როსტომ რაჭის ერისთავის ბრძანებით 1753 წელს ახალი ეკლესია ააგო ოსტატმა ავთანდილ შულავრელმა. ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე იყო საერისთაო კარის ეკლესია, სადაც, აღსანიშნავია, რომ ორასი წლის წინ სასულიერო წიგნები იბეჭდებოდა.
შენობა სწორკუთხაა, გარედან უხვადაა შემკული ჩუქურთმებით. მოგვიანებით გუმბათი გადაუხურავთ თუთიით, ამჟამად კი სპილენძის სახურავით არის გადახურული. ფასადებზე ვხვდებით ზოგიერთ ძველებურ ელემენტს (აღმოსავლეთი ნიშები), უმეტესად ტრადიციულია ჩუქურთმის სახეებიც, მაგრამ მორთულობა მოკლებულია მთლიანობას და ორგანულად ვერ უკავშირდება არქიტექტურას.
ნიკორწმინდის ნახვის შემდგომ შთაბეჭდილებიდან ვერ გამოვდიოდი,ბრაკონი კი წარმომიდგა,როგორც სრულიად დამოუკიდებელი, ეკლესია, რომელიც განსხვავებული იყო თავისი არქიტექტურული სტილით და შიდა ფასადის ფრესკებით.
მწვანეში ჩაფლული ტაძარი,არაჩვეულებრივი სანახავია,იქვე,ეზოში, დაგვხვდა სკები და ცხვრები.რაც საერთო ჯამში სასულიერო ბერების ცხოვრების ჟამს აღწერდა და ნამდვილად სასიამოვნო სანახავი იყო.
ყველას მოვუწოდებ ნახოს ბარაკონის ტაძარი!
Comments