ალავერდი
- bubu ketiladze
- Aug 23, 2019
- 1 min read
Updated: Nov 19, 2019
ალავერდი VI საუკუნის შუა ხანებში დაარსა იოსებ ალავერდელმა, 12 ასურელ მამათაგან ერთერთმა. ის მდებარეობს კახეთში, ალაზნის ნაპირზე,სადაც მოტიალებულ ველთან ერთად კავკასიონის ქედის ხედიც გვეშლება. ტაძარი დაახლოებით 50 მეტრი სიმაღლისაა. მას დღემდე რამოდენიმე რესტავრაცია ჩაუტარდა,მათ შორის გუმბათის ყელის და ფრესკების ,რომლებიც XVI-XVII საუკუნითაა დათარიღებული. ტაძარი დღეს იუნესკოს ძეგლთა დაცვის განხილვის სიაშია. ეკლესიის ეზოში არის წმინდანების საფლავი,ირგვლივ კი აკრავს გალავანი,სადაც ბერები მსახურებენ. ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტაძარი, კახეთეის სავიზიტო ბარათად არის ქცეული.მისი სიდიადე, როგორც არქიტექტურული ასევე მხატვრული ხელოვნებით აღფრთოვანებას იწვევს თითოეულ მნახველში.ალავერდმა ასევე დიდი გავლენა მოახდინა ჩემზეც.ვფიქრობ,მისი სილამაზის ხილვა ყველაზე შთამბეჭდავი შემოდგომასაა,როდესაც ეზოში ვაზის სუნი ტრიალებს,ირგვლივ კი აჭრელებულ ფოთლებიანი ხეები ამშვენებს ტაძარს,ისინი თითქოს პალიტრასავაით ეხამებიან ფერთა გამაში ერთმანეთს და დაუვიწყარ სანახაობას ქმნის.
ყველას მოვუწოდებ ნახოს ალავერდი და დააფასოს ქვეყნის წარსული!

コメント