top of page
BFK_026.JPG
BFK_025.JPG
BFK_015.JPG
BFK_024.JPG
BFK_05.JPG
BFK_02.JPG

 იმოგზაურე და აღმოაჩინე საქართველო!

მთავარი: Welcome
მთავარი: Blog2

ცხრაჯვარი

Updated: Nov 19, 2019

როდესაც ჩემმა მეგობრებმა ცხრაჯვარზე ლაშქრობა გადაწყვიტეს არ ვიცოდი თუ რა სიამოვნება მელოდა წინ. მთელი ერთი დღე მის დალაშქვრას დავუთმეთ. ცხრაჯვარის სალოცავი ზღვის დონიდან 1569 მეტრზეა. ყოველი წლის მაისის ბოლო შაბათს კი ცხრაჯვარობას აღნიშნავენ იმერეთში, განსაკუთრებით ტყიბულის მუნიციპალიტეტსა და მის სოფლებში. ჩვენ მასზე ასვლა 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, მოგვიწია. ჩვენთან ერთად იყვნენ ადგილობრივებიც, რომლებსაც თან საქართველოს დროშები ჰქონათ, წვერზე შევასრულეთ ჰიმნი, ყველამ ერთად და იქვე რამოდენიმე ხალხურმა საბრძოლო სალაღობომაც გაიჟღერა. ნამდვილად, არაჩვეულებრივი გრძნობა იყო, როდესაც ეს ხმები ჩაგესმის და წინ კი მთელი კოლხეთის დაბლობი გეშლება თვალწინ, ქართული სისხლი გიყივის და შეუჩერებლის გრძნობა გეუფლება.

ცხრაჯვარი წმინდა გიორგის სახელობის სალოცავია. უამრავი ლეგენდა არსებობს სალოცავის შექმნის შესახებ. ერთ-ერთი ლეგენდა მოგვითხრობს: ოჯახიდან ცხრა ვაჟი ომში წასულა, მათი მამა ყოველდღე ლოცულობდა შვილების სახლში უვნებლად დაბრუნებისთვის. გადაუწყვიტავს, შესაწირი შეეწირა უფლისათვის და საკუთარი მხრებით, ტყიბულის თავზე, ყველაზე მაღალი მთის წვერზე ცხრა ჯვარი აუტანია და აღუმართავს. პატარა სალოცავი მოუწყვია. ომის დასრულების შემდეგ, ცხრავე ვაჟი მშვიდობით დაბრუნებულა შინ. მას შემდეგ სალოცავს მნახველი და მლოცველი არ მოჰკლები.

ბუნება მართლაც გამორჩეული და აღამფრთოვანებელია. საოცარი შეგრძნებაა როცა სიარულისას ნისლი შენს სახეს ეხება და გელამუნება.ცხრაჯვარის სალოცავთან ახლოს სულ ცოტა ხნის წინ უნიკალური მღვიმე აღმოაჩინეს. ამდენად, ეს ადგილი ტურისტებსაც განსაკუთრებით იზიდავს.

ყველას მოვუწოდებ დალაშქრონ და აღმოაჩინონ ცხრაჯვარის უნიკალურობა!


Comments


bottom of page