top of page
BFK_026.JPG
BFK_025.JPG
BFK_015.JPG
BFK_024.JPG
BFK_05.JPG
BFK_02.JPG

 იმოგზაურე და აღმოაჩინე საქართველო!

მთავარი: Welcome
მთავარი: Blog2

მურის ციხე

მუდამ მტრის თავდასხმის მოგერიებასა და თავდაცვაზე ორიენტირებული, ისეთი პატარა ქვეყანა, როგორიც საქართველოა, შუა საუკუნეებში იფარება თავდაცვითი ნაგებობების ერთიანი ქსელით, რომლის ორგანიზებას საფუძველი ჯერ კიდევ ანტიკური ხანიდან ჩაეყარა. თავდაცვითი ნაგებობები თითოეულ რეგიონში გარკვეული თავისებურებებით ხასიათდება, რასაც საქართველოს გეოგრაფიული მრავალფეროვნება განაპირობებს. ამ მხრივ საქართველოს კუთხეებს შორის ერთ-ერთ საინტერესო, გამორჩეული და ნაკლებად შესწავლილი მხარეა ლეჩხუმი.

არსებობს თქმულება იმის შესახებ თუ რატომ დაერქვა შუა საუკუნეებში ამ ციხეს მური: ცაგერის კლდოვან მწვერვალზე ამართული სამი კოშკი ცხენისწყლის ხეობას გადაჰყურებს. მურის ციხე დიდი ხნის წინათ არის აშენებული. იგი ერთი პერიოდი ეკუთვნოდა შვიდ ძმას ჩარკვიანს, რომლებიც ქვემო სვანეთს ფლობდნენ. კაცია ჩიქოვანს მათი გაძლიერების ეშინოდა. გორდის სასახლეში მიიპატიჟა ისინი და ღალატით დახოცა. კაცია ბოლოს გადადიანდა და, სამეგრელოს გარდა, ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთსაც განაგებდა. საქართველოს დაუძინებელი მტერი ოსმალეთი ხშირად თავს ესხმოდა ამ ციხესაც, მაგრამ ვერ იმარჯვებდა. ერთხელ ოსმალეთის ჯარმა ქართლიდან რაჭა-ლეჩხუმზე გამოილაშქრა, მოადგა ლაილაიშს, აიღო იგი, სოფელ უსახელოზე გადმოიარა და დეხვირის ციხესთან ომი გამართა.  ბრძოლა გაგრძელდა. ოსმალებმა დეხვირის ციხე დაიკავეს და მურის ციხის აღებაც მოინდომეს. ჯარი ღამით მურის ახლოს. ჩხუტეში, ლეკუნდრუშას დაბინავდა, რომ დილით ადრე დასცემოდა ციხეს.  მეციხოვნეებმა თათრების მიერ დანთებული ცეცხლი შეამჩნიეს, მიხვდნენ, რომ ეს სასიკეთო რამეს არ ნიშნავდა. ზარბაზნები დატენეს, ცეცხლს დაუმიზნეს და დასცალეს.  მეომრებს კაკლის ხეების ქვეშ ეძინათ. ზარბაზნებისაგან დამტვრეულმა ტოტებმა დიდი ზარალი მიაყენა ოსმალებს. ჯარი ომარ ფაშას საკმაოდ შეუთხელდა. გადარჩენილნი გაიპარნენ. მალე ისევ დაბრუნდნენ ოსმალები, მაგრამ მურის ციხის დაპყრობა ვერ შესძლეს. მაშინ გადაწყვიტეს: გზა შევუკრათ.. მეციხოვნეებს ციხეში ნამარაგევი კირი ჰქონდათ და მაღლიდან ყოველ დღე ძირს თითო-ორ-ორ კასრს ყრიდნენ. თათრებმა იფიქრეს: იმდენი ფქვილი შეუნახავთ, რომ უფუჭდებათ და ყრიანო. ამასობაში ზამთარიც მოახლოვდა. მალე მურის დაბლობი, სადაც ურიცხვი ჯარი იდგა, დაცარიელდა. მტერები უკან გაბრუნდნენ. დარჩათ მურის ციხე აუღებელი. 

მურის ციხე შედგება სამი კომპლექსისგან: ''დახვდი'', ''დაჰკარ'' ,''არ გაუშვა'' ,რაც ნამდვილად უსვამს ხაზს ქართველი ხალხის პატრიოტ და მებრძოლ ხასიათზე.

ყველას მოვუწოდებ მოინახულოს მურის ციხეები!


Comments


bottom of page