top of page
BFK_026.JPG
BFK_025.JPG
BFK_015.JPG
BFK_024.JPG
BFK_05.JPG
BFK_02.JPG

 იმოგზაურე და აღმოაჩინე საქართველო!

მთავარი: Welcome
მთავარი: Blog2

საირმე

საირმე ბალნეოლოგიურ კლიმატური კურორტი (ბაღდათის მუნიციპალიტეტი). მდებარეობს მესხეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე. მდინარე წაბლაწყლის ხეობაში. ზღვის დონიდან 950 მ. 1930-იან წლებში საირმეს კურორტის სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა. აშენდა პირველი სანატორიუმები. დაიწყო ინფრასტრუქტურის გამართვაც. 40-იან წლებში დასრულდა საავტომობილო გზის მშენებლობაც

პირველი წყაროები საირმის წყლების შესახებ XIX საუკუნის 90-იანი წლებიდან გვხვდება. იმერეთში, ერისთავების კუთვნილ ტყეებში, ირმების ამოჩემებული ადგილი პირველად მონადირეებმა შენიშნეს. ხალხში გავრცელებული თქმულებით წყალი დაჭრილ ირმის კვალს ადევნებულმა ძმებმა აღმოაჩინეს. წყარო ჟანგით გადაწითლებულ ქვებზე მოედინებოდა, მის გარშემო კი ყველაფერი მარილს გადაეთეთრებინა. ირმის ჯოგები მარილს და წყალს მორიგეობით ეტანებოდნენ. ამიტომაც იქაურობას საირმე უწოდეს.ადგილს ყურადღება მწყემსებმაც მიაქციეს და კიდევ ერთი უჩვეულო რამ აღმოაჩინეს — ირმების წყაროდან დაახლოებით 3 კმ-ის მოშორებით, ერთ ადგილას ბალახი მუდამ მწვანე რჩებოდა. თოვლი არ დებდა, მიწა კი წვიმის მოსვლიდან რამდენიმე წუთში გამშრალი იყო. „ჯადოსნური“ ველის საიდუმლოს ფარდა 20-იან წლებში აეხადა, როცა გეოლოგებმა მიწის სიღრმეში ცხელი მინერალური წყალი აღმოაჩინეს.

რამდენადაც მომხიბლელი არის საირმე, ყველაზე დასამახსოვრებელი ჩემთვის მაინც წაბლაწყლის ნაპირზე ჩემი ოჯახის პიკნიკი აღმოჩნდა, ცივი მთის ჰავა,თბილი მზით შეზავებული და ასევე ცივი წყალი სასიამოვნოდ დასასვენებელ და განსატვირთ ადგილს ქმნიდა.

ყველას მოვუწოდებ დაისვენოს და ისიამოვნოს საირმის ბუნებით!


Comments


bottom of page