თბილისის ბოტანიკური ბაღი, ყოფილი სამეფო ბაღი, ოფიციალურად: საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი — ისტორიული ბაღი თბილისში, სოლოლაკის ქედის სამხრეთით, მდინარე წავკისისწყლის (ლეღვთახევის) ხეობაში მდებარეობს. 1845 წელს მას ბოტანიკური ბაღი ეწოდა.
1896–1904 წლებში ბაღი დასავლეთისკენ გაფართოვდა. 1932-58 წლებში მას მიემატა ყოფილი მუსლიმური სასაფლაოს ტერიტორია. ბოტანიკურ ბაღში წარმოდგენილია საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონების ფლორის მდიდარი კოლექციები. ბაღის ფარგლებში წავკისისწყალზე რამდენიმე ხიდია გადებული. მათ შორის გამოირჩევა 1914 წელს აშენებული თაღოვანი ხიდი ჩანჩქერის თავზე. ასევე ინახება საქართველოსა და კავკასიაში უნიკალურ მცენარეთა ნაკვეთები, ტროპიკული ორანჟერეა და წითელ წიგნში შეტანილი მცენარეები. ბოტანიკური ბაღის ფართობია 128 000 ჰექტარი
ბაღის მთავარი შესასვლელი ბოტანიკური ქუჩის ბოლოსაა, ნარიყალას ძირას. 1909–14 წლებში სოლოლაკის ქედში გაიჭრა გვირაბი და გაკეთდა მეორე შესასვლელი ლ. ასათიანის ქუჩიდან.
თბილისის ბოტანიკური ბაღი წელიწადის ნებისმიერ დროს ლამაზია.მახსოვს პატარაობისას პაღიდან ქართლის დედის ძეგლზე ავედით,იქვე მებაღემ,რომელიც ულამაზეს ყვავილებს სხლავდა პატარა რტო მაჩუქა,რაც ჩემი ბავშვობის ძალიან ტკბილი მოგონებაა.ვფიქობ,არ ერთი ტურისტი არ უნდა წავიდეს თბილისიდან ბაღის უნახავად.
ყველას მოვუწოდებ ინახულოს თბილისის ბოტანიკური ბაღი!
Comments