ქუთაისის ბოტანიკური ბაღი მდებარეობს ქალაქ ქუთაისში, მდ. რიონის მარჯვენა სანაპიროზე და თავისი ხანდაზმულობისა და გეგმარების თავისებურების გამო საბაღო-საპარკო მშენებლობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ობიექტად ითვლება. გარდა ამისა იგი სუბტროპიკული ხეებისა და ბუჩქების ინტროდუქციის ერთ-ერთ პირველ პუნქტს წარმოადგენს იმერეთში.
ბაღი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის რამდენიმე ასეული სახეობითაა წარმოდგენილი. ქუთაისის ბოტანიკური ბაღი რამდენიმე ბუნებრივი ტერასით არის წარმოდგენილი. გეოგრაფიულად იგი კოლხეთის დაბლობის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილს წარმოადგენს და ზღვის დონიდან სიმაღლე 150 მეტრს აღწევს. ბაღის ძირითად სამეცნიერო მიმართულებას მცენარეთა ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება და დაცვა წარმოადგენს.
ბოტანიკური ბაღის დენდროფლორა წარმოდგენილია დაახლოებით 700 სახეობის მცენარით, ხეებითა და ბუჩქებით, მსოფლიოს ყველა ფლორისრული რეგიონიდან. აქ წარმოდგენილია მცენარეთა 210 გვარის სახეობა, რომელიც მიეკუთვნება 80 ბოტანიკურ ოჯახს.
ქუთაისის ბოტანიკური ბაღი დაარსდა 1969 წელს, მაგრამ იგი მემკვიდრეა იმ ბაღისა, რომელიც 120-140 წლის წინ გაშენდა ქალაქში. მე-19 საუკუნის შუა წლებში დაარსებულ ბაღს თავდაპირველად ,,ფერმის ბაღი” ეწოდებოდა. უფრო მოგვიანებით იგი ცნობილია ,,ჭომის პარკის” სახელითაც. ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში მცენარეთა ინტროდუქცია ხდებოდა ბათუმის, სოხუმის, თბილისს ბოტანიკური ბაღებიდან, ხოლო ნაწილი სახეობების ინტროდქციის წყარო იყო ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ქვეყნების ბოტანიკური ბაღებიდან დელექტუსით მიღებული თესლები. მათგან განსაკუთრებით თესლები მოდიოდა მოსკოვის, რიგის, კიევის, ნიკიტის, დონეცკის ბოტანიკური ბაღებიდან.
დღევანდელი ბოტანიკური ბაღი ახალგაზრდებისთვის ცნობილი და განსატვირთი ადგილია, აქ არის პატარა ამფითეატრი სადაც ხშირად ეწყობა სვადასხვა სახის ღონისძიებები. მე პირადად ძალიან მიყვარს ბოტანიკურ ბაღში ფოტოების გადაღება, ის ნებისმიერ სეზონზე მიმზიდველია,ამიტომაც ჩემს მეგობრებს ხშირად ვუტარებ ფოტოსესიებს.
ყველას მოვუწოდებ აღმოაჩინოს ქუთაისის ბოტანიკური ბაღის სიდიადე!
Comments