top of page
BFK_026.JPG
BFK_025.JPG
BFK_015.JPG
BFK_024.JPG
BFK_05.JPG
BFK_02.JPG

 იმოგზაურე და აღმოაჩინე საქართველო!

მთავარი: Welcome
მთავარი: Blog2

სათაფლიის მღვიმე

სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალი მდებარეობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლების გუმბრას,ბანოკჯის და ხომულის ტერიტორიაზე, სათაფლიის მთაზე, ზღვის დონიდან 500 მ. დაარსდა 1935 წელს. ფართობი 330 ჰა. ნარკძალი კომპლექსური ხასიათისაა და შეიცავს გეოლოგიურ, პალეონტოლოგიურ, სპელეოლოგიურ, ზოოლოგიურ და და ბოტანიკურ ძეგლებს. რელიეფი მთაგორიანია. ტერიტორიის 95% დაფარულია რელიქტური კოლხური ტიპის ტყით ნაკრძალის ტერიტორია მდიდარია კასტრული მღვიმეებით აქვე აღმოჩენილია მტაცებელი და ბალახიჭამია დინოზავრების 200-მდე ნაკვალევი, რომლებიც მერგელოვან კირქვებზეა აღბეჭდილი. ნაკრძალში არის ბიოსპელეოლოგიური მუზეუმი. საკუთრივ სათაფლიის მღვიმე ერთ-ერთია იმ 5 გამოქვაბულიდან რომელიც გამოყენებულია ტურისტული მიზნით. მღვიმე მდიდარია ქიმიური წარმონაქმნებით მღვიმეში მოიპოვება სვეტები , ლოდნარები, ნაზვავები და თიხის სქელი ნაფენები. მღვიმის ჰავა სტატიურია და უდრის 11-12 გრადუსს. აქვეა ოღასკურას მიწისქვეშა დინება. ზამთრის პერიოდში ნაკადის დინება მერყევია. ორგანული სამყარო შეიცავს ობობებს, მტკნარი წყლის მოლუსკებს, სხავასხვა ჭიებს, სოკოებს, ხავსებსა და სხვ. სათაფლიის მღვიმე ადვილი მისადგომია (თუ არ ჩავთვლით მის განშტოებებს). მღვიმე 1925 აღმოაჩინა პეტრე ჭაბუკიანმა პირველყოფილი ადამიანის სადგომის ძებნის დროს.

სათაფლიის გარე ფასადზე არის დინოზავრების ქანდაკებები,რომლებიც თავისებურ ხიბლს სძენს და ასევე ინფორმაციას გვაწვდის წარსულის შესახებ.

ვფიქობ,მარტივია იფიქრო დინოზავრის ნაკვალევის არსებობა,მაგრამ მისი ნახვისას დამეუფლა შეგრძნება და მომაწვა ფიქრები მისი რეალისტიკის შესახებ. საოცარია,როდესაც იაზრებ რომ მილიონ წლების წინ შენს საცხოვრებელ ზონაში დინოზავრები დაძრწოდნენ.

ყველას მოვუწოდებ იხილოს არაჩვეულებრივი ბუნების შედევრი,სათაფლია!


Comments


bottom of page