top of page
BFK_026.JPG
BFK_025.JPG
BFK_015.JPG
BFK_024.JPG
BFK_05.JPG
BFK_02.JPG

 იმოგზაურე და აღმოაჩინე საქართველო!

მთავარი: Welcome
მთავარი: Blog2

პრომეთეს მღვიმე

  • bubu ketiladze
  • Nov 18, 2019
  • 1 min read

Updated: Nov 19, 2019

ბუნების ძეგლი იმერეთის რეგიონში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მდებარეობს. მისი სიგრძე 1,8 კმ-ია და მიწის ზედაპირიდან 40 მ-ის სიღრმეშია წარმოქმნილი.

პრომეთეს მღვიმე მსოფლიოს მასშტაბით გამორჩეული სილამაზის ბუნების ძეგლია. მისი ასაკი დაახლოებით, 60-70 მილიონი წელია. სტალაქტიდებისა და სტალაგმიტების გასაოცარი ნაღვენთი ფორმებით მორთული ეს კარსტული მღვიმე, კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ ბუნების უსაზღვრო შესაძლებლობებში და გამოგზაურებთ ზღაპრულ სამყაროში.

პრომეთეს მღვიმე მდებარეობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ყუმისთავში, მდინარე ყუმის აუზში. მღვიმეში სულ აღმოჩენილია 22 დარბაზი, საიდანაც ტურისტებისთვის ჯერ-ჯერობით 6 დარბაზია გახსნილი. მღვიმეში შესაძლებელია 1420 მეტრი სიგრძის ბილიკის გავლა, დარბაზების  დათვალიერება და სანაოსნო ტურით გასეირნება მდინარის გამდინარე ნაკადზე. 

ვინაიდან ქუთაისთან პრემეთეს და სათაფლიის მღვიმეები ახლოს მდებარეობს, ექსკურსიები უფრო დაბალ კლასებში ტარდება ამ ლოკაციებზე. მიუხედავად ამისა, მე მახსოვს როგორი მომხიბვლელი იყო ჰალოგენებით განათებული სტალაქტიდები.ნავით გამოვძვერით გამოქვაბულიდან და ემოციებ მოძალებული გაკრეჭილი ბავშვები ხელს ვუქნევდით მშობლებს. მღვიმეს ნახვა არასოდესაა გვიანი. ვფიქრობ, ეს სილამაზე ნებისმიერ ასაკში გააოცებს ადამიანს, ამიტომაც

ყველას მოვუწოდებ ექვიოს პრომეთეს მღვიმეს!


Comments


  • facebook

©2019 by GEOguide. Proudly created with Wix.com

bottom of page