მარტვილის კანიონი ბუნების ძეგლი სოფელ გაჭედილში,მარტვილის მუნიციპალიტეტში,სამეგრელოს მხარეში, ზღვის დონიდან 210 მეტრზე მდებარეობს.
ბუნების ძეგლი წარმოადგენს მდინარე აბაშის მიერ კირქვული ქანებით აგებულ კანიონისებურად გაჭრილ ხეობას. კანიონის სიგრძე 2400 მ-ია, ჩაჭრის სიღრმე 20-30 მ, ხოლო სიგანე 5-10 მ. კანიონის შუა წელში წარმოიშობა 12-15 მ სიმაღლის ვარდნის მცირე ჩანჩქერები.
ვიზიტორებს ასევე შესაძლებლობა აქვთ გაისეირნონ ნავით მდინარე აბაშის 300 მეტრიან მონაკვეთზე და დატკბნენ მთის მდინარის კანიონის ულამაზესი ხედებით.
მართალია,მარტვილის კანიონზე პატარაობისას ვიყავი,თუმცა ჩემს მეხსიერებას მისი სილამაზე მაინც კარგად ახსოვს. ექსკურსიაზე 5-6 ბავშვი დაგვაჯგუფეს და ნავებით შევედით მდ.აბაშაზე, თვალს ვერ ვწყევდი თუ რა სილამაზე იშლებოდა ჩემს ტვალწინ,ის არაფრით არ ჩამოუვარდება არც ერთი მსოფლიო კუთხის ბუნებრივ სანახაობას. ექსკურსიიდან დადიანების სასახლის შემდეგ,სწორედ კანიონმა მოახდინა შთაბეჭდილება ყველაზე მეტად. მაღლა ცქერისგან მახსოვს კისერიც კი მეტკინა,მაგრამ მიღირდა.საოცარი შეგრძნებაა,როდესაც კლდის ქვეშ ნავით მიცურავ,გვერძე ჩანჩქერი ჩამოდის შენ კი ამ ყველაფრის ნაწილი ხარ.
ყველას მოვუწოდებ იხილოს მარტვილის კანიონი!
უნდა აღემატებოდეს 1 მ-ს.
Comments