ბახმარო არის მთის კურორტი გურიაში,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სადაც ზღვისა და მთის ჰაერი ერთმანეთს ერწყმის ქმნის უნიკალურ გარემოს. შესაბამისად, აქვს ბუნებრივი სამკურნალო თვისებები. კურორტი წარმოადგენს ერთგვარ ქვაბულს, რომელიც გარშემორტყმულია ნაძვისა და სოჭის მარადმწვანე ტყეებით. საკურორტო სეზონი მხოლოდ ზაფხულის, სამი თვის განმავლობაში გრძელდება. მიზეზი მაღალი ნალექი და ინფრასტრუქტურის არარსებობაა. კურორტზე არ არის წყალგაყვანილობა და ელექრომომარაგებას ხშირად ხარვეზები აქვს.
კურორტზე ტიპური ხის სააგარაკო სახლები დგას. წყალგაყვანილობა არ არის, ამიტომ წყლის მოტანა წყაროდან ხდება.. კურორტზე ფუნქციონირებს ერთი სასტუმრო „ბახმარო“, სადაც ფასები, რაღა თქმა უნდა, კოტეჯებთან შედარებით მაღალია. ადგილზე არის რამდენიმე მაღაზია, აგრეთვე, პატარა ბაზარი ხილ-ბოსტნეულის შესაძენად, რამდენიმე კაფე, და მცირე გასართობი პარკი პატარებისთვის. ბახმაროში დამსვენებლებს ასეთი ტრადიცია აქვთ: საღამოობით იკრიბებიან ერთად,ანთებენ კოცონს და სასიამოვნოდ ატარებენ საღამოს.
ბახმაროში არის მთა გადრეკილი, დამსვენებლებში მთა ცნობილია "მზის ამოსვლის გორის" სახელწოდებით. მთა გადრეკილი ბახმაროდან რამდენიმე კმ-შია, საღამოობით მიდიან დამსვენებლები კარვებით და მზის ამოსვლას ხვდებიან მთაზე, სადაც მართლაც საოცარი სანახაობაა, ღრუბლების ზღვაში როგორ ამოდის მზე. არანაკლებ სილამაზეა აქ მზის ჩასვლის ყურებაც, სასიამოვნო სიო და ჩამავალი მზის სხივების ციმციმი.... ბახმარო მხოლოდ ზაფხულის კურორტი როდი გახლავთ, აქ გაზაფხულზეც შეგიძლიათ გაატაროთ სასიამოვნო დრო, სოფელში მწყემსები ამოდიან და საქონელი ამოჰყავთ. უმეტეს წილად აჭარიდან და ამზადებენ სხვადასხვა რძის პროდუქტებს. ბახმაროსთან ასოცირდება ასევე „ნაძვის კევი“, რომელიც შეგიძლიათ შეიძინოთ ადგილობრივ მაღაზიაში ან თქვენით მოიპოვოთ ტყეში. დამსვენებლებს შეუძლიათ ასევე ცხენით ჯირითი, ცხელი დღის განმავლობაში მდინარეში გაგრილება. ადგილზე ამზადებენ ასევე ხის სათამაშოებს პატარებისთვის, სამზარეულოს ხის კოვზებს, დაფებს და სხვადასხვა ხის ნივთებს.
პირადად მე ბახმაროში დოღძე ვარ ნამყოფი. გურიის ყველა კუთხე კუნჭულიდან იყვნენ ჩამოსული,ყველა ასაკის ადამიანები. კუთხური დიალექტი და დოღის სანახაობა,დიდ სიამოვნებას უდრის. შეძახილები,პატარა ბავშვები ცხენებზე,ჟივილ-ყივილი თავს ცოცხლად გაგრძნობინებს და უამრავი აღუწერელი ემოციიტ აგავსებს.
ბახმარო ნისლებისა და ღრუბლების სამეფოა, ამ სილამაზის აღბეჭდვა სრულად ფოტოზე შეუძლებელია, ამიტომ
ყველას მოვუწოდებ ტავისი თვალით ნახოს ბაზმაროს სიმშვენიერე!
Comments